ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს მე–10 დღეს იაპონელ ოძეკის, გოეიდოს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
გოეიდომ სამარცხვინო ილეთი – ჰეკნა გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბრძოლას გაერიდა, რის გამოც ლევან გორგაძემ წონასწორობა დაკარგა და იაპონელმა სწორედ ამის ხარჯზე იმარჯვა.
10 დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსზე 7 გამარჯვება და 3 მარცხია.
ჯურიო დივიზიონში ბრძოლა დათმო გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც აზუმარუსთან დამარცხდა. მის ბალანსზე 6 გამარჯვება და 4 მარცხია.