იანვარში ჩინეთში საქართველოდან ყველაზე მეტი ოდენობით სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა
იანვარში ჩინეთში საქართველოდან ყველაზე მეტი ოდენობით სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის იანვარში ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანაა, როგორც მთლიანი, ასევე ადგილობრივი ექსპორტის თვალსაზრისით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, იანვარში ჩინეთში ექსპორტმა 44 მლნ დოლარს გადააჭარბა, აქედან ადგილობრივი ექსპორტის წილზე 43 მლნ აშშ დოლარი მოდის.

როგორც საქართველოს პირველ არხს „საქსტატში“ განუცხადეს, ჩინეთში იანვარში საქართველოდან 40 მლნ დოლარის ადგილობრივი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო ექსპორტირებული.  მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონები – 1.496 მლნ დოლარის ექსპორტით. ასევე ჩინეთში საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინოების, სანელებლების, თხილისა და კაკლის და სხვა პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ამასთან, ამავე პერიოდში საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია.