ივლისში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 6.1 პროცენტით გაიზარდა
ივლისში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 6.1 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.

ამასთან, კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

დატოვე კომენტარი