იანეზ იანშა - ევროკავშირში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ასპირანტი ქვეყნების მოლოდინის რეჟიმში რაც შეიძლება დიდხანს დატოვება და შუაგული ევროპისთვის იაფი მუშახელის უზრუნველყოფა სურთ
იანეზ იანშა - ევროკავშირში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ასპირანტი ქვეყნების მოლოდინის რეჟიმში რაც შეიძლება დიდხანს დატოვება და შუაგული ევროპისთვის იაფი მუშახელის უზრუნველყოფა სურთ

ევროკავშირში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ასპირანტი ქვეყნების მოლოდინის რეჟიმში რაც შეიძლება დიდხანს დატოვება და შუაგული ევროპისთვის იაფი მუშახელის უზრუნველყოფა სურთ, – ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი წარუმატებელი იქნება, თუ ის ვერ შეძლებს დროის და ისტორიის მოთხოვნის შესრულებას და ევროკავშირის სტატუსი არ იქნება მინიჭებული უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის.

„მე არაერთხელ განვაცხადე თებერვლის შემდეგ, რომ ომმა ბევრი რამე შეცვალა. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ, გავარკვიოთ რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ჩვენ მივედით იმ სიტუაციამდე, რომ ევროკავშირიდან არის ამბიციების დანაკლისი და სტრატეგიული პასუხების დანაკლისი სტრატეგიულ გამოწვევებზე. ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი ამ სტრატეგიულ პასუხებს შორის, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე. ევროკავშირი წარუმატებელი იქნება, თუ ის ვერ შეძლებს დროის და ისტორიის მოთხოვნის შესრულებას და ევროკავშირის სტატუსი არ იქნება მინიჭებული. მოკლედ რომ გითხრათ, თებერვლის შემდეგ მიმდინარე დისკუსიებისას მე დავინახე უთანხმოება ევროკავშირის შიგნით, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას“, – განაცხადა იანეზ იანშამ.

​სლოვენიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტესტია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„არსებობს რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირში, რომელთაც ასპირანტი ქვეყნების მოლოდინის რეჟიმში დატოვება სურთ რაც შეიძლება დიდხანს და უზრუნველყოს იაფი მუშახელი შუაგული ევროპისთვის. მე ამას ვეწინააღმდეგები, სხვა ღირებულებებზეა დაფუძნებული. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კანდიდატი სტატუსის მინიჭება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის არის ტესტი. ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ შვედეთი და ფინეთი უერთდებიან ნატო-ს. ეს არის ერთ-ერთ ნათელი წერტილი ამ სიტუაციაში და ევროკავშირიც ამ გზას უნდა დაადგეს. ევროკავშირმა უნდა შეცვალოს კრიტერიუმები, უნდა დაიბრუნოს ევროკავშირის სული, რომელიც მას ჰქონდა. ევროკავშირი შეიქმნა, როგორც მშვიდობიანი პროცესი და არა მხოლოდ, როგორც ერთიანი ბაზარი, სადაც ფასები და ეკონომიკა ყველაფერზე ახდენს გავლენას. ვფიქრობ, ივნისში ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭების საკითხზე ევროკავშირის პასუხი იქნება ჭეშმარიტების მომენტი“, – განაცხადა იანშამ.