7 ივნისს ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC 250) გაიმართა. იან ჰაინეშმა (14-3) აღნიშნულ ღონისძიებაზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. მან ჯერალდ მეერშარტი ნოკაუტით დაამარცხა. როგორც დღეს ხდება ცნობილი, მომდევნო ბრძოლას ჰაინეში ძალიან მალე, 27 ივნისს ჩაატარებს. მისი მეტოქე ბრენდან ალენი იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას „ემ-ემ-ეი ჯანქი“ (MMAJUNKIE) ავრცელებს. საინტერესოა, რომ ბრენბან ალენი (14-3, 2-0 UFC) ჯერალდ მეერშრტის გუნდელია.
ცნობილია რამდენიმე ბრძოლა, რომელიც 27 ივნისს ჩატარდება:
დასტინ პორიე – დენ ჰუკერი
ასპენ ლადი – სარა მაკმანი
ვივიენ არაუხო – ჯენიფერ მაია
ალექსა გრასო – ჯი იეონ კიმი
მორის გრინი – ჯიან ვილანტე
ტენერ ბოსერი – ფილიპ ლინსი
ბრენდან ალენი – იან ჰაინეში