იამალს „ბარსელონაში“ ახალი ნომერი აქვს, რომლითაც ადრე მესი თამაშობდა #1TVSPORT
იამალს „ბარსელონაში“ ახალი ნომერი აქვს, რომლითაც ადრე მესი თამაშობდა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლამინ იამალმა კატალონურ კლუბში სათამაშო ნომერი შეიცვალა. ამის შესახებ დაწერა „ბარსელონას“ პრესსამსახურმა.

2024-25 წლების სეზონიდან ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი 19 ნომრით ითამაშებს. მანამდე იამალს მაისურზე რიცხვი 27 ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესი „ბარსელონაში“ სამი სეზონი (2005-08) 19 ნომერით თამაშობდა.

გასულ სეზონში „ბარსელონაში“ 19-ნომრიანი მაისურით მოედანზე ვიტორ როკე გადიოდა.