იამალი ყველაზე ძვირადღირებული 20 წლამდე ფეხბურთელია #1TVSPORT
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) შეადგინა 20 წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი.
სიაში მოხვდა 25 ლიგისა 80 კლუბის 113 ფეხბურთელი. პირველი ადგილი დაიკავა „ბარსელონას“ გარემარბმა ლამინ იამალმა, რომლის ღირებულებამ 349,6 მილიონი ევრო შეადგინა.
ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 349,6 მლნ
- ესტევაო (ჩელსი) -118,1 მლნ
- პაუ კუბარსი (ბარსელონა) – 112,7 მლნ
- ფრანკო მასტანტუონი (რეალი) – 102,4 მლნ
- უორენ ზაირ-ემერი(პსჟ) – 92,3 მლნ
- იტან ნვანერი (არსენალი) – 88,1 მლნ
- მაილზ ლუის-სკელი (არსენალი) – 84,8 მლნ
- ჟეოვანი კენდა (ჩელსი) – 80,2 მლნ
- ენდრიკი (რეალი) – 73,2 მლნ
- ლუკას ბერგვალი (ტოტენჰემი) – 68 მლნ