იამალი ვინისიუსზე მაღლა – გუტიმ არჩევანი გააკეთა #1TVSPORT

11:40, 12.02.2025

მადრიდის „რეალის“ ცნობილმა ნახევარმცველმა გუტიმ გააკეთა განცხადება, რომელიც ნამდვილად არ მოეწონებათ მისი მშობლიური კლუბის ფანებს.

ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito-ს ეთერში ყოფილ ფეხბურთელს სთხოვეს დღეისთვის მსოფლიოს სამი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება.

„პირველ ადგილზე დავაყენებდი კილიან მბაპეს, მეორეზე – ლამინ იამალს და მხოლოდ მესამეზე ვინისიუსს“, – განაცხადა გუტიმ.

მსგავსი