ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ლამინე იამალმა „ბარსელონასთან“ ახალი კონტარაქტი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანომ თავის სოცქსელში კონტრაქტთან დაკავშირებული დეტალებიც გამოაქვეყნა. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულება ხვალ გაფორმდება. კონტრაქტის მიხედვით, ლამინე იამალი „ბარსელონაში“ 2031 წლამდე დარჩება.
ლამინე 17 წლისაა, ვადის ამოწურვის დროს 23 წლის იქნება.