იაგო ხვიჩია - ვთქვა, რომ პარლამეტში შემოსვლა მაბედნიერებს-მეთქი, მე მგონი, ცოტა ნამეტანია
პარლამენტში შემოსვლა რომ აბედნიერებდეს ადამიანებს, ბევრი ბედნიერი ადამიანი იქნებოდა საქართველოს პარლამენტში და დაგვეტყობოდა ჩვენც, მოსახლეობას, რომ ბედნიერი ადამიანები გვმართავენ, მასე ხომ არ არის, პარლამეტში შემოსვლა შეიძლება, კარგი იყოს რაღაც მიზნის მისაღწევად, მაგრამ მაბედნიერებს-მეთქი, მე მგონი, ცოტა ნამეტანია, – განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, მარტივად ვერ ახსნის, თუ რატომ შედის პარლამენტში.
„ასე მარტივად როგორ გითხრათ, ბევრი საქმისთვის. ჩვენ კონკრეტულად რაღაცების შეცვლა გვინდა ამ ქვეყანაში და გვინდა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტმა რაღაც შეცვალოს ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი, რომელიც დაეტყობა ადამიანებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება ამნისტიას, ხვიჩიამ თქვა, რომ ნიკა მელია უნდა გამოვიდეს გარეთ.
„პირველი ეს არის გასაკეთებელი. შემდეგ, ამ ამნისტიის კანონპროექტზე ჩვენ გვექნება დიდი დრო სასაუბროდ. დღეს არ წყდება ეს საკითხი. პირველი მოსმენა, საკომიტეტო მოსმენები, მეორე მოსმენა, მესამე მოსმენა – ჩვენ შეგვიძლია, ბევრი ვიკამათოთ ამ კანონპროექტის განხილვის დროს და გავარკვიოთ, ჩვენი აზრით, ვის გვინდა შეეხოს და ვის არ გვინდა შეეხოს.
მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ერთმანეთის ცემა უნდა ვაპატიოთ. ჩვენ ერთმანეთს შეიძლება, ვერ ვაპატიოთ სხეულის მძიმე დაზიანება, რომელსაც ასეთი მძიმე შედეგი მოჰყვა, როგორიც მოჰყვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ტიპის საქმეებზე, სადაც უბრალოდ ადამიანებმა ერთმანეთი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მივიდნენ.