იაგო ხვიჩია - ვეცდებით, რაღაცნაირად სიტუაცია შევარბილოთ და შეთანხმებას საფრთხე არ შეექმნას, მტყუან-მართალი უნდა გაირჩეს
იაგო ხვიჩია - ვეცდებით, რაღაცნაირად სიტუაცია შევარბილოთ და შეთანხმებას საფრთხე არ შეექმნას, მტყუან-მართალი უნდა გაირჩეს

ჩვენ ჩვენი პოზიცია ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, როგორც ერთი მხარისთვის, ასევე მეორე მხარისთვის. ფაქტია, რომ არც ერთ მხარეს მოლაპარაკება არ უნდოდა. ახლაც, ეს სიტუაცია გვარწმუნებს, რომ აქეთ მივდივართ. შესაბამისად, ორივე ერთმანეთს აბრალებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ ეცდება, სიტუაცია შეარბილოს.

„მაგალითად, ოპოზიციას რომ სთხოვს ხელისუფლება კომპრომისს, თვითონ რა კომპრომისზეა, მას ხო შეუძლია ეს თქვას, ან ბოლოს და ბოლოს გავიგოთ,მართლა რაზე იყო საუბარი ბატონ მიშელთან, რეალურად რა კომპრომისზე. ის, რომ ინფორმაცია არ გვაქვს, საბოლოო ჯამში ვზღუდავ არეალს დასკვნებისას. ჩვენ ვეცდებით, რომ რაღაცნაირად სიტუაცია შევარბილოთ და ვეცადოთ, რომ შეთანხმებას საფრთხე არ შეექმნას. ჩემი აზრით, მტყუან-მართალი უნდა გაირჩეს, ერთხელ და სამუდამოდ, მაგით შერბილდება ეს სიტუაცია. უნდა გავარკვიოთ რაღაცები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთში ვერ გავარკვიეთ, ამ ფორმატში არ არის ამაზე ლაპარაკი სწორი“, – განაცხადა ხვიჩიამ.