იაგო ხვიჩია - სასამართლოს რომ ეშველოს, სხვანაირად უნდა წავიდეთ, პროცესში ადამიანები შემოვიყვანოთ, გვჭირდება არჩევითი მოსამართლეები, არჩევითი პოლიციური შერიფების ინსტიტუტის შემოღება
იაგო ხვიჩია - სასამართლოს რომ ეშველოს, სხვანაირად უნდა წავიდეთ, პროცესში ადამიანები შემოვიყვანოთ, გვჭირდება არჩევითი მოსამართლეები, არჩევითი პოლიციური შერიფების ინსტიტუტის შემოღება

მაინტერესებს ხელისუფლების დამოკიდებულება, როგორ უყურებს სასამართლო რეფორმას, რას აპირებს ამ რეფორმის ფარგლებში და რა რეალური შედეგი დაიდება, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ხვიჩიამ განაცხადა, ქვეყანაში სასამართლოს რომ ეშველოს, სხვა გზით უნდა წავიდეთ.

„შეხვედრაზე ამის გასაგებად მოვდივარ. სასამართლო რეფორმის სხვა მიმართულებას ვემხრობი, ვიდრე ამ დოკუმენტშია. ნაკლებად მჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რომელიც სასამართლოში რამდენჯერმე ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი და რწმენით, რომ სასამართლოს რაიმე ეშველოს ამ ქვეყანაში, ვთვლი, რომ სხვანაირად უნდა წავიდეთ – ამ პროცესში ადამიანები უნდა შემოვიყვანოთ და ამისთვის გვჭირდება არჩევითი მოსამართლეები და არჩევითი პოლიციური შერიფების ინსტიტუტის შემოღება.

მჯერა, რომ ამით შეგვიძლია, რეალური გარდატეხა მოვახდინოთ, სხვა ჩემი აზრით არის კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ დოკუმენტის სულისკვეთებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება, სასამართლოში ოდნავ უკეთესი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.