იაგო ხვიჩია - სახალხო დამცველს ვურჩევდი, თავისი პროფესია სხვანაირად გაიაზროს
იაგო ხვიჩია - სახალხო დამცველს ვურჩევდი, თავისი პროფესია სხვანაირად გაიაზროს

მე რომ სახალხო დამცველი ვიყო, არ ვიქნებოდი მიდრეკილი მოვითხოვო ხალხის დაჭერები და ზოგადად, ვურჩევდი სახალხო დამცველს თავისი პროფესია სხვანაირად გაიაზროს. ჩემთვის უცნაურია, როდესაც სახალხო დამცველი ხალხის დაჭერას ითხოვს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმე მოძალადეა, უნდა დაისაჯოს.

„მოძალადეები, მოწოდებები, ვისგანაც კეთდებოდა – ეს ორივე სხვადასხვა რამეა, არ შეიძლება ორივეზე ერთნაირად მსჯელობა. მოწოდება არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, როგორც წესი, სხვანაირად უყურებს სამართალი ამას. უშუალოდ ძალადობა და ძალადობის ფაქტი არის სხვა რამ, ამიტომ მათი ერთმანეთში არევა თითქოს ეს ერთი და იგივე იყოს და ამით შეზელილი ინფორმაციების გაცემა საზოგადოებაში, სწორი არ არის. ყველა ინდივიდუალური შემთხვევა უნდა განვიხილოთ. თუ ვინმე მოძალადეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ არამოძალადეების დასჯა არ შეიძლება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ვიღაცას ვსჯით იმის გამო, რომ მისი ნათქვამი არ მოგვწონს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.