იაგო ხვიჩია - „ქოცების“ და „ნაცების“ მაიმუნობას ვერ ავყვები, მირჩევნია, ამომრჩეველს ველაპარაკო და ნებისმიერი ბარიერის გადალახვაზე ვიზრუნო, ვიდრე ამათ ვეჯღანაო
იაგო ხვიჩია - „ქოცების“ და „ნაცების“ მაიმუნობას ვერ ავყვები, მირჩევნია, ამომრჩეველს ველაპარაკო და ნებისმიერი ბარიერის გადალახვაზე ვიზრუნო, ვიდრე ამათ ვეჯღანაო

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ისეთ საარჩევნო ბარიერს, რამდენი ხმა და პროცენტიც „გირჩს“ არ აუღია. როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, მისთვის 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შემოღება მიუღებელია.

მისი თქმით, 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება.

„დიდი ხანია, არც „ქოცების“ და არც „ნაცების“ იმედი არ მაქვს და არც ქართველ ხალხს ვურჩევ, ამათი იმედი ჰქონდეს. ამათ მაიმუნობას, თუ ვაჭრობას ვერ ავყვები – ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა. მირჩევნია, საკუთარ თავზე ვიზრუნო, ჩემს ამომრჩეველს ველაპარაკო და ვიზრუნო, რომ გადავლახო ნებისმიერი ბარიერი, რაც არ უნდა იყოს, ვიდრე აქ ამათ ვეჯღანაო. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, პროპორციული არჩევნები იქნებოდა ბუნებრივი ბარიერით, რა პირობაც „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია. თუ რამე ნორმალური სიტყვა უთქვამს „ქართულ ოცნებას“, ეს სიტყვა იყო, რისი გატეხვაც საკუთარი თავის უპატივცემულობაა. პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში საკუთარი თავისა და სიტყვის უპატივცემულობა არაფრად მიაჩნიათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამათ სიტყვაზე და პატივისცემაზე დამოკიდებული არ ვიყოთ და ნებისმიერი ბარიერის დასაძლევად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.