იაგო ხვიჩია - ორგანიზაციის დაფუძნების იდეის სერიოზულობა დამოკიდებულია იმაზე, თავად ჩარკვიანი როგორ უყურებს ამ პროექტს
იაგო ხვიჩია - ორგანიზაციის დაფუძნების იდეის სერიოზულობა დამოკიდებულია იმაზე, თავად ჩარკვიანი როგორ უყურებს ამ პროექტს

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის გეგმასთან დაკავშირებით, თაკო ჩარკვიანს წარმატებებს უსურვებს.

„ამ იდეის სერიოზულობა დამოკიდებულია იმაზე, თავად ქალბატონი თაკო როგორ უყურებს ამ პროექტს. თუ სერიოზულად უყურებს, სერიოზული ყოფილა. თუ ამ მოძრაობაში უკვე 40 000 ქართველია, აწი, ალბათ, მეტი იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი სააკაშვილის საქართველოში უსაფრთხოდ ჩასვლა მაშინ, როცა მის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, ხვიჩია პასუხობს, რომ ეს იქნება „ტაატით“.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. ჩარკვიანის თქმით, ორგანიზაციის სახელწოდებაა „საერთო სახალხო მოძრაობა“.