იაგო ხვიჩია - მოლაპარაკებების შემდეგ, არა „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საერთოდ სხვა გზაზე ვიფიქრებთ
იაგო ხვიჩია - მოლაპარაკებების შემდეგ, არა „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საერთოდ სხვა გზაზე ვიფიქრებთ

დანიელსონისგან ველოდები გარკვეული ტიპის დოკუმენტს, გადაწყვეტილებას, თუ როგორ მიაჩნია მას ამ კრიზისიდან გამოსვლა. ვფიქრობ, ასეთი ტიპის დოკუმენტი, შეიძლება იყოს ქართული პოლიტიკური ძალებისთვის ბიძგი, რომ რაიმე მოიმოქმედონ, განსხვავებული წინა შეხვედრებისგან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებს შეთანხმების დიდი სურვილი არ ეტყობათ. ამასთან, როგორც ხვიჩია აცხადებს, მოლაპარაკებების შემდეგ, არა „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საერთოდ სხვა გზაზე იფიქრებენ.

„რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე სამართლიანი მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობისგან“, ნაცვლად სხვადახვა მოთხოვნებისა, შესაძლოა, ყოფილიყო მათი ლიდერის ჩამოსვლა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ოღონდ იმ პირობით, რომ ასე ისინი შევიდოდნენ პარლამენტში. ვფიქრობ, ასე ახალი სივრცეები გაჩნდებოდა სალაპარაკოდ. ამას ემსახურებოდა ჩვენი მხრიდან ეს პოზიცია. თუმცა ცხადია, რომ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად წავიდეს და ამ საქმიდან არაფერი გამოვიდეს, რადგან მხარეებს შეთანხმების დიდი სურვილი რომ ამ წუთისთვის, ჩემი აზრით, არ ეტყობათ. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ამჯერადაც არ მიიღწევა, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან“ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან ჩვენს ურთიერთობას რაღაცნაირად გადავხედავთ. ჩამოვყალიბდებით, რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი. საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით არასერიოზულია პარლამენტში სათითაოდ პარტიების შესვლა და ღილაკზე ხელის დაჭერა. როდესაც ეს მოლაპარაკებები მორჩება, ჩვენ საერთოდ სხვა გზაზე ვიფიქრებთ, არც „ქართული ოცნებისა“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.