იაგო ხვიჩია - კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ხედვები ემთხვევა
„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ხედვები ემთხვევა.
„არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებას ვეთანხმები. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად ემთხვევა ერთმანეთს. ეს შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა თუ, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებისგან და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრისგანაც მას ექნება ჩვენი იდენტური მხარდაჭერა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მიმართავს.