იაგო ხვიჩია - ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა, ამ ნების დასანახად არც ოპოზიციაა მზად, რადგან იმის ართქმა, რას აპირებ და ამბობ, მოდი, 24 ივნისს გეტყვიო, პირველი ნაბიჯია სისუსტისკენ
იაგო ხვიჩია - ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა, ამ ნების დასანახად არც ოპოზიციაა მზად, რადგან იმის ართქმა, რას აპირებ და ამბობ, მოდი, 24 ივნისს გეტყვიო, პირველი ნაბიჯია სისუსტისკენ

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლება კვლავ ეცდება, ადამიანების რეაქციებს დააკვირდეს, თუ როგორ მიდის პროტესტი და სერიოზულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა დაინახავს, რომ სერიოზულად ექმნება საფრთხე ძალაუფლებას.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, 20 ივნისს გამართულ აქციაზე ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა.

„რაც ევროპელებმა გვთხოვეს, ამას ხელისუფლებამ თავისი ნებით არ გააკეთებს და ან ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ფაქტობრივად, მოთხოვნა იყო ერთპიროვნული მმართველობის დასრულება და ხელისუფლების რეალური გადანაწილება. რომ გითხრათ, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება ამაზე ფიქრს და ამის გაკეთებას უკვე დაიწყებს, ამის ნაკლებად მჯერა. ხელისუფლება კვლავ ეცდება, ადამიანების რეაქციებს დააკვირდეს – თუ როგორ მიდის პროტესტი და სერიოზულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა დაინახავს, რომ სერიოზულად ექმნება საფრთხე ძალაუფლებას. ჯერ ამის დანახვა რთულია, თუმცა ხალხმა თავისი ნება ნათლად აჩვენა. ამ ნების დასანახად არც ოპოზიციაა არის მზად, რადგან იმის ართქმა, რას აპირებ და ამბობ, რომ მოდი, 24 ივნისს გეტყვი, პირველი ნაბიჯია გადადგმული სისუსტისკენ, რადგან სულ ასე ხდება აქციების დაშლა – ხალხი შეიკრიბება, ეუბნებიან რამდენიმე დღეში მოდიო და პროტესტი ასე ქრება. რა და როგორ იქნება, ამას ვნახავთ, რადგან 24 ივნისიც მალე მოვა; მაგრამ თუ გინდა, სერიოზული შედეგები მიიღო, ამისთვის საჭიროა გეგმის დადება და იდეის მოფიქრება, თუ როგორი იქნება ქვეყანა და აკმაყოფილებს თუ არა იმ კრიტერიუმებს, რაც ევროპული თვალსაზრისით ქვეყნის მიმართ არსებობს. მგონი, რევოლუციური სცენარი არასწორი ტერმინია, უფრო არის რევოლუციაზე საუბრის სცენარი, რომელიც ბევრჯერ იყო და კონკრეტული შედეგი არ მოუტანია, ამის გამო არც არავის მოქმედება არ დაუწყია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.