იაგო ხვიჩია - გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის სისუსტედ ვერ ვხედავ
გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას ოპოზიციის სისუსტედ ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ თემის კომენტირებისას საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ქართველ ხალხს მოვუწოდებდი, ჩვენს პარტნიორებს დაუჯერონ და „ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭირონ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო მაქსიმალურის წამოღება „ქართული ოცნებისგან“. საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარეშე ოპოზიციის სისუსტედ ვერ ვხედავ, მაშინ, შეიძლება, ეს იმ ხალხის სისუსტედაც ჩავთვალოთ, ვინც ხელშეკრულების გარანტი იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კონსტიტუციური პროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ კვალიფიციურმა უმრავლესობამ უნდა აირჩიოს სამი ეტაპის შედეგად გენერალური პროკურორი. ძალაში დარჩება მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებითაც, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ირჩევს ექვსი წლის ვადით, 76 დეპუტატის მიერ. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. „პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ეჩმა, კარლ ჰარცელმა. „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.