იაგო ხვიჩია - ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, თუ ხელისუფლება პატიოსნად მოიქცევა
იაგო ხვიჩია - ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, თუ ხელისუფლება პატიოსნად მოიქცევა

ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, თუ ხელისუფლება მოიქცევა პატიოსნად. მე ყველას ვესაუბრები, დღესაც გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთანაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა,იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ფრთა ყველგან არსებობს, არ შეიძლება ამის გამო მოლაპარაკებაზე უარი ითქვას.

„იმის გამო რომ არ მოგვეწონოს, მაგალითად ერთი ვიღაცის ნათქვამი, ხომ არ შეიძლება ყველაფერზე ვთქვათ უარი იმიტომ, რომ სადღაც ვიღაც რადიკალური ფრთა არის. ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, მართლა რა არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით, ოპოზიცია შევძლებთ, რომ დავათმობინოთ ხელისუფლებას, ოღონდ უნდა გვქონდეს არგუმენტირებული მოსაზრებები, დადასტურებული, რომელიც ნეიტრალური არბიტრებისთვის იქნება გასაგები და მისაღები. რესურსი რა თქმა უნდა არსებობს. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, თუ ხელისუფლება მოიქცევა პატიოსნად. მე ყველას ვესაუბრები, დღესაც გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთანაც. ვიფიქრებთ თუ როგორ შევარიგოთ ეს ხალხი. იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი პროექტია „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შერიგება“, – განაცხადა ხვიჩიამ.