იაგო ხვიჩია - ჩვენი ამოცანაა, უკრაინას გულწრფელად ვუგულშემატკივროთ და მსოფლიოს ვთხოვოთ, სადაც უკრაინას უნდა, იქ გვინდა ჩვენც, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლეთის პოზიციას უნდა მივყვებოდეთ
ჩვენი ამოცანაა, უკრაინას გულწრფელად ვუგულშემატკივროთ და მსოფლიოს ვთხოვოთ, სადაც უკრაინას უნდა, იქ გვინდა ჩვენც, ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლეთის პოზიციას უნდა მივყვებოდეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ხვიაჩიას თქმით, ახლა შანსია იმისთვის, რომ დასავლეთში საქართველოსთვის ფანჯარა გაიხსნას და ამას მომზადებული უნდა დავხვდეთ.
„მჯერა, რომ ძალიან რთულია, ახლა დემოკრატიულმა საზოგადოებამ უკრაინას რაიმეზე უარი უთხრას, რადგან უკრაინა მთელი მსოფლიოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინას გულწრფელად ვუგულშემატკივროთ და მსოფლიოს ვთხოვოთ, რომ სადაც უკრაინას უნდა, იქ გვინდა ჩვენც, მაგრამ ამას შემთხვევით არავინ გააკეთებს და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დასავლეთის პოზიციას უნდა მივყვებოდეთ უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებაში. უნდა მივყვებოდეთ იმას ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მივიღოთ იმ ღონისძიებებში, რაც მსოფლიომ მიიღო, ეს იქნება საჰაერო სივრცის ჩაკეტვა თუ სხვა სახის ღონისძიებები, რასაც მსოფლიო ახორციელებს, რათა ამ ბრძოლაში უკრაინასთან ერთად გამარჯვებული აღმოვჩნდეთ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩვენი ქცევებით ბევრს არ ვიმსახურებდეთ, მაგრამ შანსია იმისთვის, რომ დასავლეთში საქართველოსთვის ფანჯარა გაიხსნას და ამას მომზადებული უნდა დავხვდეთ. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, მაშინ მომზადებული არ შევხვდით და ამდენი შეცდომა დავუშვით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.