იაგო ხვიჩია - ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით
ჩანს, „ქართული ოცნებაში“ ერთმანეთთან უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.
„ქართული ოცნების“ შიდა ინფრასტრუქტურას არ ვიცნობ, შიდა მათ ხუმრობებს, მიმართვის წესებს და ა.შ. ზოგადად, არ მგონია, რომ გიორგი გახარია „კოკაინშიკი“ იყოს, მაგრამ ვიღაც კოკაინს რომ გასინჯავს, ამის გამო „კოკაინშიკი“ ეძახო, ასეც რომ იყოს, ეგეც არ მგონია სწორი.
მაგრამ „ქართული ოცნება“ სპეციფიკური პარტიაა. ჩანს, რომ ერთმანეთთან, შიგნით, უცნაური ხუმრობები აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, მაგრამ შეიძლება, ერთადაც კი გასინჯეს და ერთმანეთს აძახებენ, მე რა ვიცი“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.