იაგო ხვიჩია - არჩევნები მოახლოვდა და უფრო მეტს უნდა ველოდოთ, ეს პრელუდიაა, სად რა ამოვარდება და აფეთქდება, კაცმა არ იცის, მზად უნდა ვიყოთ
იაგო ხვიჩია - არჩევნები მოახლოვდა და უფრო მეტს უნდა ველოდოთ, ეს პრელუდიაა, სად რა ამოვარდება და აფეთქდება, კაცმა არ იცის, მზად უნდა ვიყოთ

არჩევნები მოახლოვდა და უფრო მეტს უნდა ველოდოთ, ეს პრელუდიაა, სად რა ამოვარდება და აფეთქდება, კაცმა არ იცის, მზად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, სუს-ის ძირითადი საქმიანობა იყო საჯარო პირების დოსიების შედგენა, მათი თვალთვალი და სასიყვარულო ურთიერთობებზე თვალის მიდევნება.

„თვითმმართველობის არჩევნები მოახლოებულია და უფრო მეტს უნდა ველოდოთ. ეს პრელუდიაა და დაიწყება მთავარი ამბები. ყველანი მზად უნდა ვიყოთ, სად რა ამოვარდება და აფეთქდება, კაცმა არ იცის. საბოლოო ჯამში, ამ საზოგადოებაში ამ ყველაფრის შედეგს ყველა მოიმკის. თუ 3 ათასი ფაილი სასულიერო პირებზე არსებობს, თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენზე რამდენი იქნება? როგორც ჩანს, სუს-ის ძირითადი საქმიანობა იყო საჯარო პირების დოსიების შედგენა, მათი თვალთვალი და სასიყვარულო ურთიერთობებზე თვალის მიდევნება. როგორც ჩანს, ეს საქმე ძალიან აინტერესებთ. არ გამოვრიცხავ, ჩემიც იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.