იაგო ხვიჩია - აქციის ორგანიზატორები პირდაპირ, ან ირიბად, სუს-ის მიერ იმართებიან, ამიტომ აბრალებენ ამას სხვას
იაგო ხვიჩია - აქციის ორგანიზატორები პირდაპირ, ან ირიბად, სუს-ის მიერ იმართებიან, ამიტომ აბრალებენ ამას სხვას

ჩემი აზრით, აქციის ორგანიზატორები პირდაპირ, ან ირიბად, სუს-ის მიერ იმართებიან. ამიტომ აბრალებენ ამას სხვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აქციებს არ გააჩნია არც იდეა და არც მიზანი.

„ამიტომ არ გააჩნია აქციებს არც იდეა, არც მიზანი და სწორედ ამიტომ დაატარებენ ხალხს უაზროდ წინ და უკან, რათა საბოლოოდ დაღალონ და გამოფიტონ. ასევე, სუს-ისგან იმართება ოპო მედიათა ნაწილი, რომელიც უაზრო სკანდალებით, არასერიოზული ქცევით და ხელოვნური ჭინთვებით სურვილს უკარგავს ადამიანებს, გახდნენ ამ პროცესის ნაწილი. როგორ მიხარია, დედის ტრაკი რომ მაქვს ნაგინები, რადგან ძალიან მალე მიხვდებით, რომ ვისაც აქციის წარმატება გინდათ, თქვენც უნდა ამყოლოდით, მიხვდებით და მაინც მოგიწევთ აყოლა“, – წერს ხვიჩია.