ესპანური ლა ლიგას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოავლინა დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი. ის გახდა ჩემპიონატის ერთ-ერთი აუთსაიდერის ვიგოს „სელტას“ ფორვარდი იაგო ასპასი.
გასულ თვეში 33 წლის თავდამსხმელმა პრიმერაში ხუთი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ამ ნომინაციაში გამარჯვებაზე ასევე პრეტენზიას ლიონელ მესი, ქარიმ ბენზემა, მარიო ერმოსო, ხერარდ მორენო და ხავიერ ონტივეროსი აცხადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ასპასმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო.