იაცეკ ჩაპუტოვიჩი - რუსეთს კვლავ მოვუწოდებთ, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან
იაცეკ ჩაპუტოვიჩი - რუსეთს კვლავ მოვუწოდებთ, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან

რუსეთს კვლავ მოვუწოდებთ, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაგრძელდეს ძალისხმევა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაშფოთებს გაუარესებული ჰუმანიტარული სიტუაცია, რაც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს და რეზოლუციებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არის მიღებული.

მხარს ვუჭერთ ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

მინდა, აგრეთვე შევაქო და მოვიწონო თქვენი ასეთი მყარი განზრახვა და გზა სამომავლოდ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ. ჩვენ კვლავ დავუჭერთ მხარს როგორც თავდაცვის სექტორში რეფორმებს, აგრეთვე ვიწონებთ საქართველოს მყარ ნებას, რომ ევროპული განვითარების გზაზე წინსვლა ჰქონდეს.

კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ იმ მხარდაჭერას, რასაც ჩემი ქვეყანა აცხადებს თქვენი პროევროპული კურსისკენ. საქართველო უდავოდ ლიდერია მთელს სამეზობლოში და მოხარული ვარ, რომ ბოლო სამიტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

დატოვე კომენტარი