იაცეკ ჩაპუტოვიჩი - დემოკრატია გახლავთ გამოხატვის თავისუფლება, სხვადასხვა პოლიტიკური ხმები უნდა იყოს ნათლად გამოხატული და მოსმენილი
იაცეკ ჩაპუტოვიჩი - დემოკრატია გახლავთ გამოხატვის თავისუფლება, სხვადასხვა პოლიტიკური ხმები უნდა იყოს ნათლად გამოხატული და მოსმენილი

დემოკრატია გახლავთ გამოხატვის თავისუფლება, სხვადასხვა პოლიტიკური ხმები უნდა იყოს ნათლად გამოხატული და მოსმენილი, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული სესიის მონაწილებს კითხვა დაუსვა: „თუ მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური სივრცის და ოპოზიციის შევიწროებას, ფიქრობთ, რომ ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოწვევა ექნება?“.

როგორც იაცეკ ჩაპუტოვიჩმა განაცხადა, ევროკავშირი აანალიზებს წინადადებებს, რომლებიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია.

„ერთადერთი, კარგი იქნება, გავითვალისწინოთ მინიმალური ბარიერის დაწესების საკითხი, მინიმალური სამიდან ხუთ პროცენტამდე. პოლონეთში ეს ბარიერი შეადგენს ხუთ პროცენტს, ეს საშუალებას აძლევს პოლიტიკურ სცენას იყოს სტაბილური. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არის ასეთი ზღვრის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სცენა შესაძლოა, იყოს ძალიან სეგმენტირებული. მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ აღნიშნული ასპექტი“, – განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.