იააპ სტამი ზაფხულში ფეიენოორდს ჩაიბარებს
იააპ სტამი ზაფხულში ფეიენოორდს ჩაიბარებს

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მცველი იააპ სტამი მომავალი სეზონიდან როტერდამის ფეიენოორდს ჩაუდგება სათავეში. როგორც სააგენტო ფრანს პრესი (AFP) წერს, 49 წლის სპეციალისტმა უკვე გააფორმა როტერდამელებთან კონტრაქტი, რომელიც ორწლიანი იქნება და 2019 წლის ივლისიდან შევა ძალაში.

ფეიენოორდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტამი წარსულში ჰოლანდიის ნაკრების ასევე ცნობილ მცველს ჯოვანი ვან ბრონკჰორსტს შეცვლის, რომელსაც ზაფხულში ეწურება ხელშეკრულება.

იააპ სტამს მთავარ მწვრთნელად ორ კლუბში უმუშავია – ინგლისის რედინგსა და ჰოლანდიის ცვოლეში, რომლის მოქმედი დამრიგებელია.