ჰუბერტ ქნირში - დარწმუნებული ვარ, საქართველო გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის შესანიშნავი მასპინძელი იქნება
ჰუბერტ ქნირში - დარწმუნებული ვარ, საქართველო გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის შესანიშნავი მასპინძელი იქნება

მიხარია, რომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძლად საქართველო შეირჩა და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი მასპინძელი ქვეყანა იქნება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველო 2022 წელს სპეციალური სტუმარი იქნება. ვიცი, რომ ITB Berlin სპეციალური სტუმარს ძალიან ყურადღებით არჩევს, ფასდება ტურიზმის პოტენციალი. ისინი აკვირდებიან თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ძალიან მიხარია, რომ საქართველო შეირჩა და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი მასპინძელი ქვეყანა იქნება, როგორც, მაგალითად, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 2018 წელს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა 2022 წელს საქართველო იქნება.