ჰუმანიტარული ორგანიზაცია „პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ისრაელს ღაზის სექტორში მდებარე სათავო ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებს
ჰუმანიტარული ორგანიზაცია „პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ისრაელს ღაზის სექტორში მდებარე სათავო ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ჰუმანიტარული ორგანიზაცია „პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ისრაელს ღაზის სექტორში მდებარე სათავო ოფისზე თავდასხმაში ადანაშაულებს. შედეგად, დაიღუპა ორგანიზაციის ერთი თანამშრომელი, კიდევ სამი დაიჭრა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში აცხადებენ, ისრაელის თავდასხმის შედეგად მათ სათავო ოფისში ხანძარი გაჩნდა.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა 3 აგვისტოს, გამთენიისას ქალაქ ხან იუნისში მოხდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ისრაელის არმიამ იერიში მიზანმიმართულად მიიტანა მათ ოფისზე, რადგანაც სამხედროებისთვის მისი ადგილმდებარეობა კარგად იყო ცნობილი და ის მონიშნულია შესაბამისი ემბლემით.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია თავდასხმის შესახებ.

„ბიბისი“ წერს, რომ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეოება დღითი დღე უარესდება. გაერო-ს მონაცემებით, მაისიდან დღემდე ანკლავში საკვების მოპოვებისას 1 373 პალესტინელი დაიღუპა. გაერო-ს ცნობითვე, მათი უმრავლესობა ისრაელის სამხედროებმა სურსათის განაწილების პუნქტების სიახლოვეს მოკლეს.

ისრაელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცენტრებთან ქაოსის მოწყობაში „ჰამასის“ წევრებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი სამხედროები სამოქალაქო პირებს მიზანმიმართულად ცეცხლს არ უხსნიან.