ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ 19 იანვარს ღაზაში 630-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შევიდა
ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ 19 იანვარს ღაზაში 630-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შევიდა

19 იანვარს ღაზაში 630-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შევიდა. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ტომ ფლეტჩერმა განაცხადა.

„დასაკარგი დრო არ გვაქვს. ეს არის უდიდესი იმედის მომენტი – მყიფე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა განვაგრძოთ მომდევნო დღეებსა და კვირებში მოსალოდნელი სირთულეების დაძლევა“, – განაცხადა ფლეტჩერმა.

შეგახსენებთ, ღაზაში მცხოვრები ხალხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჰუმანიტარულ დახმარებაზე, განსაკუთრებით კი – საკვების კუთხით. ბოლო კვირების განმავლობაში ღაზაში, საშუალოდ, ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ 40 სატვირთო მანქანა შედიოდა, მაშინ როცა ომის დაწყებამდე ეს რიცხვი 500-ს შეადგენდა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ყოველდღიურად ღაზაში 600 სატვირთო მანქანის შესვლას ითვალისწინებს.