ჰუბერტ ქნირშმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს მიმართა - ამაყი ვარ, რომ ჩვენ გვერდით იყავით
ჰუბერტ ქნირშმა ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართველ სამხედროებს მიმართა - ამაყი ვარ, რომ ჩვენ გვერდით იყავით

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დღეს ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ კონტინგენტს მიესალმა.

ელჩმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს.

„თქვენ თქვენი ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების ძალიან კარგი წარმომადგენლები ხართ. ამაყი ვარ, რომ ჩვენ გვერდით იყავით,“- განაცხადა ელჩმა.

2015 წლის დასაწყისიდან ქართველი სამხედროები მათ გერმანელ თანამებრძოლებთან ერთად ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში მსახურობდნენ. ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ 2021 წლის სექტემბერში დასრულდება.

ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.