ჰუბერტ ქნირში - გერმანიის საელჩო აკვირდება საარჩევნო გარემოს, მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები შემცირდა
ჰუბერტ ქნირში - გერმანიის საელჩო აკვირდება საარჩევნო გარემოს, მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები შემცირდა

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ მათი საელჩო აკვირდება საარჩევნო გარემოს და მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ შეფასებას არჩევნების შემდეგ გააკეთებს.

„თბილისში არსებული ყველა უცხოური საელჩო, მათ შორის გერმანიის საელჩო აკვირდება გარემოს, რომელშიც არჩევნები იმართება.

მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები, როგორც ჩანს, შემცირდა ამ მომენტისთვის.

ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა ინფორმაციას საარჩევნო გარემოს შესახებ, რასაც ვაგროვებთ და ზოგჯერ, რთულია მათი შეფასება.

ჩვენ შეფასებას გავაკეთებთ არჩევნების შემდეგ, ოდირი-ს სადამკვირვებლო მისიასთან ერთად“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.