ჰუბერტ ქნირში - ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია, სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი
ჰუბერტ ქნირში - ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია, სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი

ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა არის დიდი პროგრამა, ამოცანა და ფაქტობრივად, გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსებისთვის, – აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.

ელჩის თქმით, ბევრ პარტიას საქართველოში არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია.

„მესმის, რომ ეს რთულია სხვადასხვა პარტიისთვის. ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია. სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი. ვიმედოვნებ, რომ ბევრი პარტია გამოძებნის გამბედაობასა და ძალას, რომ გააგრძელოს ამ სახის თანამშრომლობა. თუ გსურს, იყო პროევროპული პარტია, უნდა გაითვალისწინო ეს 12 პუნქტი“, – განაცხადა განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.