ჰუბერტ ქნირში - არის საერთო აზრი, რომ მხარდაჭერილი იყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ არის საერთო აზრი, მხარდაჭერილი იყოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებები.
ქნირში დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების საბჭო ივნისში კარგ დასკვნას გამოაქვეყნებს.
„საქართველომ უპასუხა ევროკავშირის კითხვარს. ამის შემდეგ ანგარიშს წარადგენს ევროკომისია წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისთვის ივნისში. ჩვენ ვიცით უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში არსებული სიტუაცია, ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. არის საერთო აზრი, რომ მხარდაჭერილი იყოს მათი ევროპული მისწრაფებები. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების საბჭო ივნისში კარგ დასკვნას გამოაქვეყნებს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.