„ჰუავეის“ დამფუძნებელი - აშშ-ს ჩვენი განადგურება არ შეუძლია
„ჰუავეის“ დამფუძნებელი - აშშ-ს ჩვენი განადგურება არ შეუძლია

კომპანია „ჰუავეის“ განადგურება აშშ-ს არ შეუძლია, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, რენ ჟენფეიმ ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რენ ჟენფეიმ მისი ქალიშვილის, „ჰუავეის“ ფინანსური დირექტორის, დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

აშშ-ის პროკურორებმა კომპანიას ფულის გათეთრებაში, საბანკო თაღლითობასა და სავაჭრო საიდუმლოების მოპარვაში დასდეს ბრალი.

„მსოფლიოს ჩვენი მიტოვება არ შეუძლია, რადგან ჩვენ უფრო მოწინავეები ვართ. მაშინაც კი, თუ ისინი დაარწმუნებენ კიდევ უფრო მეტ ქვეყანას, რომ დროებით არ გამოიყენონ ჩვენი კომპანია, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მასშტაბი მცირედით შევამციროთ. თუ დასავლეთი ნათდება, აღმოსავლეთი კვლავ ბრწყინავს. თუ ჩრდილოეთი ბნელდება, ჯერ კიდევ არის სამხრეთი. ამერიკა მთელ მსოფლიოს არ წარმოადგენს. ამერიკა მსოფლიოს მხოლოდ ნაწილია“, – აღნიშნა „ჰუავეის“ დამფუძნებელმა.

აშშ-ში ფიქრობენ, რომ „ჰუავეი“ შესაძლოა ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ჯაშუშობისთვის გამოიყენონ.