ქეცბაიას „ანორთოსისის“ ფინალს საქართველოშიც ვიხილავთ - კვიპროსელებმა გადაწყვიტეს, რომ მატჩი უცხოეთშიც აჩვენონ #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისის“ ფინალს საქართველოშიც ვიხილავთ - კვიპროსელებმა გადაწყვიტეს, რომ მატჩი უცხოეთშიც აჩვენონ #1TVSPORT

კვიპროსის თასის ფინალში, რომელიც 15 მაისს გაიმართება, თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ერთ-ერთ მთავარ პრიზს ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ შეეცილება.

ეს მატჩი საქართველოში დიდი ინტერესს იწვევს, რადგან „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების ოთხი საკვანძო მოთამაშე ირიცხება – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს გულშემატკივარს აუცილებლად დააინტერესებს – მატჩის ტრანსლაციის დროს უცხოელებითვის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და კვიპროსის თასის ფინალის ხილვას ქართველი გულშემატკივრებიც შეძლებენ.

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ Alpha TV-ს მიანიჭა თასის ფინალის ვებგვერდზე ტრანსლაციის უფლება, რომელიც ასევე სატელევიზიო უფლებებს ფლობს. კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ და Alpha TV- მ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ფინალის ნახვა უცხოეთშიც უფასოდ იქნება შესაძლებელი“, – წერია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის განცახდებაში.

კვიპროსის თასის ფინალი ფამაგუსტას „ანორთოსისსა“ და ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ შორის 15 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. ფინალი ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: