ჰონკ კონგში ქოლგების რევოლუციის ხუთი წლისთავთან დაკავშირებული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა
ჰონკ კონგში ქოლგების რევოლუციის ხუთი წლისთავთან დაკავშირებული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა

ჰონკ კონგში ქოლგების რევოლუციის ხუთი წლისთავის აღსანიშნავად 300 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტთა მცირე ჯგუფმა, რომლებსაც შავი ნიღბები ეკეთათ, სამთავრობო შენობებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.