ჰონგ-კონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა
ჰონგ-კონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა

ჰონგ-კონგში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა. ხუთი მომიტინგის მდგომარეობას ექიმები საგანგაშოს უწოდებენ.

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს ჰონგ-კონგში რამდენიმე არასანქცირებული მიტინგი გაიმართა. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა 40 დემონსტრანტი დააკავეს, რომლებიც, პოლიციის მტკიცებით, მეტროსადგურებში ვანდალიზმში არიან ბრალდებული.

პირველ სექტემბერს ჰონგ-კონგში სულ მცირე სამი მეტროსადგური არ იმუშავებს. როგორც ოპერატორ კომპანიაში განმარტეს, აღნიშნულ ზომებს ისინი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიმართავენ. როგორც ცნობილი ხდება, ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორები დღეს, ჰონგ-კონგის აეროპორტისკენ მიმავალი მეტროს ხაზების ბლოკირებას აპირებენ.

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისიდან არ წყდება.