ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა
ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა.

ინციდენტი შამ შუი პოს რაიონში მოხდა, სადაც მომიტინგეები სატირულ წარმოდგენას მართავდნენ. ამ ფორმით მომიტინგეები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ.

აქციის დროს ასობით დემონსტრანტმა ლაზერის სხივი პოლიციის განყოფილების შენობისკენ მიმართა. საპასუხოდ კი სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი აირი. არიან დაშავებულებიც.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეების მთავრობის გადადგომას ითხოვენ, უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება.