ჰონგ-კონგში მორიგი საპროტესტო აქცია შეტაკებით დასრულდა
ჰონგ-კონგში მორიგი საპროტესტო აქცია შეტაკებით დასრულდა

ჰონგ-კონგში მორიგი საპროტესტო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებით დასრულდა. აქტივისტები იმ მეტროსადგურში შეიკრიბნენ, სადაც გასულ თვეს პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. როგორც აქტივისტები ამბობენ, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე ამ დრომდე არავინ დაუსჯიათ.

მეტროსადგურში შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მათ სამართალდამცველების წინააღმდეგ ცეცხლმაქრები გამოიყენეს.

აქტივისტების ნაწილმა მეტროსადგურის შესასვლელებისა და ახლომდებარე ქუჩების ბლოკირება სცადა.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები უკვე 10 კვირაზე მეტია, გრძელდება. თავდაპირველად აქტივისტები ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა ახლა დემონსტრანტების მოთხოვნა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში მხილებული პოლიცილების დასჯა და ჰონგ-კონგის მთავრობის გადადგომაა.