ჰონგ-კონგში მასშტაბური დემონსტრაციის გამართვამდე საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელ მოწყობილობებს და იარაღის საცავს მიაგნეს
ჰონგ-კონგში მასშტაბური დემონსტრაციის გამართვამდე საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელ მოწყობილობებს და იარაღის საცავს მიაგნეს

ჰონგ-კონგში მასშტაბური დემონსტრაციის გამართვამდე საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელ მოწყობილობებს და იარაღის საცავს მიაგნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საცავში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები და სახიფათო ნივთიერებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები, დანები და ნიღბები ამოიღეს. ახლა ჰონგ-კონგის სამართალდამცავი უწყებები იკვლევენ, არის თუ არა აღნიშნული საცავი დაკავშირებული დემონსტრაციასთან, რომელიც დღეს იმართება.

საცავის აღმოჩენასთან დაკავშირებით ჰონგ-კონგის პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. გავრცელებული ცნობით, ის აქტივისტია, რომელიც ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.

ჰონგ-კონგში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა იმართება. აქტივისტები ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ეჭვმიტანილების გადაცემას ითვალისწინებს.