ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები მკაცრდება
ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები მკაცრდება

ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომები მკაცრდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, ჰონგ კონგში 18:00 საათიდან რესტორნებში შესვლა აიკრძალება. დაიხურება ესთეტიკის ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, საჯარო მოხელეები კი ვალდებული იქნებიან, მუშაობა დისტანციურად გააგრძელონ.

ჰონგ კონგის ლიდერის, კერი ლამის თქმით, ზომების გამკაცრების მიზეზი ქუჩებში ხალხის რაოდენობის შემცირებაა. ბოლო რამდენიმე დღეა, ჰონგ კონგში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 100-ზე მაღალია.