ჰონგ კონგში კორონავირუსი ძაღლს დაუდგინეს. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაადასტურეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ტექნიკური ხელმძღვანელის, მარია ვან კერჰოვის განცხადებით, ძაღლს ინფექციის სუსტი ნიშნები დაუდგინეს.
ჰონგ კონგელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობი რჩება, ძაღლი ინფიცირებულია თუ ვირუსის ნიშნები დაბინძურებულ ნივთებთან შეხების გამო გამოუვლინდა.
„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ძაღლი 60 წლის ქალისაა, რომელიც 12 თებერვალს დაინფიცირდა.
შემთხვევის შემდეგ ჰონგ კონგის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ადამიანების შინაური ცხოველები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანონ, სადაც მათ კარანტინში მოათავსებენ და ვეტერინარები დააკვირდებიან.