ჰონგ-კონგში კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა
ჰონგ-კონგში კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ექსტრადიციის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვენ.

აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, მოგვიანებით კი, პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები ივნისის დასაწყიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ექსტრადიციის შესახებ კანონს აპროტესტებდნენ, მოგვიანებით მათ მოთხოვნებს ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.