ჰონგ კონგში დემონსტრანტები აშშ-ის გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ
ჰონგ კონგში დემონსტრანტები აშშ-ის გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ

ჰონგ კონგში დემონსტრანტები აშშ-ის გენერალურ საკონსულოსთან შეიკრიბნენ. აქციის ჩატარების ნებართვა ხელისუფლებამ გასცა.

მომიტინგეების მოუწოდებენ აშშ-ს, მხარი დაუჭიროს ჰონგ კონგში მიმდინარე მანიფესტაციების მონაწილეთა მოთხოვნებს.

დემონსტრანტები მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, მიიღოს სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომელითაც ჰონგ კონგის ხელისუფლებას სანქციებს დაუწესებენ, რათა მთავრობამ დემოკრატიული პრინციპები დაიცვას.

აქციები ჰონგ კონგში ივნისიდან იმართება. თავდაპირველად დემონსტრანტები ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

მოგვიანებით კი მომიტინგეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. აქტივისტები ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარებას და მათ წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი