ჰონგ-კონგში ადგილობრივი პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და ღვინის შემსყიდველებისთვის ქართული ღვინო წარადგინეს
ჰონგ-კონგში ადგილობრივი პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და ღვინის შემსყიდველებისთვის ქართული ღვინო წარადგინეს

​ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ჰონგ-კონგში ქართული ღვინის წარდგენა ადგილობრივი პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და ღვინის შემსყიდველებისთვის გაიმართა.

ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში მოეწყო და მას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ჰონგ-კონგში გამართულ ღონისძიებაზე აქცენტი ქართული ღვინის აზიურ სამზარეულოსთან შეხამებაზე გაკეთდა.