ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა
ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიყენებული.

14 აგვისტოს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებული არეულობა იყო. დემონსტრაციების ფარგლებში რამდენიმე ათეული ავიარეისი გაუქმდა. აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა.

გავრცელებული ცნობით, აეროპორტის ტერიტორიაზე დემონსტრანტებმა სამართალდამცველების ავტომობილს ალყა შემოარტყეს. პოლიციის მანქანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ახლდა, თუმცა აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ მათ ჩინელი აგენტი მიჰყავდათ. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრელმსადენი აირი გამოიყენა.

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში დემონსტრაციები უკვე მეექვსე დღეა, იმართება. ამის გამო 12 და 13 აგვისტოს ფრენების დიდი ნაწილის გაუქმება გახდა საჭირო.