ჰონგ-კონგის ლიდერი აცხადებს, რომ სადავო კანონპროექტმა ექსტრადიციის შესახებ კრახი განიცადა
ჰონგ-კონგის ლიდერი აცხადებს, რომ სადავო კანონპროექტმა ექსტრადიციის შესახებ კრახი განიცადა

ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი აცხადებს, რომ სადავო კანონპროექტი ექსტრადიციის შესახებ „მკვდარია“ და მასზე მუშაობამ კრახი განიცადა.

კანონპროექტი ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში დამნაშავეების გაგზავნის შესაძლებლობას ქმნიდა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით ჰონგ-კონგი იურიდიულ დამოუკიდებლობას კარგავს, გარდა ამისა ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობა ამ კანონს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს .

მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობამ სადავო კანონპროექტის განხილვა შეაჩერა, თუმცა აქციის მონაწილეები პროტესტს არ წყვეტენ და აცხადებენ, რომ კანონპრექტის განხილვა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ ის სრულად უნდა გამოიწვიონ საკანონმდებლო ორგანოდან.