ჰონკონგის აეროპორტში სამდღიანი საპროტესტო აქცია დაიწყო
ჰონკონგის აეროპორტში სამდღიანი საპროტესტო აქცია დაიწყო

ჰონგ-კონგის აეროპორტში სამდღიანი საპროტესტო აქცია დაიწყო.

დემონსტრაციის მონაწილეები აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ და ჰონკონგის ლიდერს, კერი ლემსა და პოლიციას ძალის გადამეტებისთვის აკრიტიკებენ.

ჰონკონგში დაახლოებით ორი თვეა, აქციები იმართება, რომლის მონაწილეებიც ექსტრადიციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ. კერძოდ, საუბარია რეგულაციაზე, რომელიც საშუალებას იძლევა, მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ჩინეთში ექსტრადირება განხორციელდეს.